გუბერნატორი ქ. ამბროლაურში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

12.24.18

ქ. ამბროლაურში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და გუბერნატორის მოადგილემ გიორგი გონაძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ქ. ამბროლაურში, ბარათაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 590 880 ლარს შეადგენს.

 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარი იხარჯება.