რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

01.09.19

რეგიონებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება ახლებური სახით იწყება. პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა შეარჩევს.

 „სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით“ მუნიციპალიტეტების სოფლებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობის  გადაწყვეტილებით,  დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩევა. შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე დასრულდება.   

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოიცავს -  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას; ნაპირსამაგრ სამუშაოებს; გზების და ხიდების მოწესრიგებას; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობას და სხვა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.   

მოსახლეობისგან საპროექტო წინადადებების მიღება ხორციელდება მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებში ყოველდღე 09-დან 18 საათამდე, 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

მოქალაქეებს შეუძლიათ საპროექტო წინადადები ელექტრონულად გადმოაგზავნონ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე:  info.ambrolauri@gmail.com  

საპროექტო წინადადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ გვერდზე - ambrolauri.gov.ge (საჯარო ინფორმაციის გრაფაში )