სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

01.25.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

24 იანვარს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ძირაგეულის, კვაცხუთის, ხიმშის, ბოსტანის, ღვიარის, კლდისუბნის, წესისა და მუხლის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლების უმრავლესობაში უპირატესობა სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობას მიენიჭა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, სოფლის კრებებსა და კონსულტაციებზე, თავად გადაწყვეტს თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.