სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

01.29.19

26 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სოფ. ხვანჭკარის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიანიჭეს.

ამ დროისთვის, სოფლის კრებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტ სოფელში ჩატარდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, სოფლის კრებებსა და კონსულტაციებზე, თავად გადაწყვეტს თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.