სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

01.29.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

28 იანვარს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის, ახალსოფლის, იწის, წკადისის, სხარტლის, ხოტევის, კვირიკეწმინდას, ველევის, ბეთლევისა და შხივანას სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება და პრიორიტეტულ მიმართულებებს თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევს.

პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.