ამბროლაურში ,,ეტალონის" ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა

02.20.19

„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი, დღეს, ქ. ამბროლაურში გაიმართა.

ინტელექტუალური შეჯიბრის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ამბროლაურის ეტალონ მოსწავლეს“, თამარ ბენდიანიშვილს გამარჯვება მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის გადაეცა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

დღევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული, „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ - მარიამ მაჩაიძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.