მუნიციპალიტეტის მერი ბაღების მონიტორინგს ახორციელებს

03.07.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგს პირადად ახორციელებს.

დღეს, მერი სოფ. ჭყვიშისა და ჭრებალოს საბავშვო ბაღებს ესტუმრა, აღმზრდელ-პედაგოგებთან ერთად ბაღებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო და არსებული სამუშაო პირობებით, გათბობით, სანიტარული ნორმების დაცვით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდა.

შეხევედრები, რომლის ძირითად მიზანს სკოლამდელ საამღზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში გაგრძელდება.