საინფორმაციო ტური რაჭაში

04.02.19

22-24 მარტს, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, რაჭას 60-მდე გიდი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია.

ტურის მონაწილეებმა რაჭაში არსებული ისტორიული ძეგლები, ღვინის მარნები და საოჯახო სასტუმროები დაათვალიერეს. დეტალურად გაეცნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და არსებულ სერვისებს.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

საინფორმაციო ტური კომპანია ,,Geotourist"-ის ინიციატივით, რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ტურისტული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.