ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

04.02.19

ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტი მდ რიონისა და მდ. კრიხულას სანაპიროებზე 7 სხვადასხვა სიმძლავრის კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე ხორციელდება.

ობიექტის დასრულების შემდეგ ქალაქში სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა იქნება, რომლითაც ქ. ამბროლაურში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებს.