მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

04.02.19

1 აპრილს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ მორიგი ყოველკვირეული თათბირი გამართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაციები გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა. მუნიციპალიტეტის მერმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს ნებისმიერი პროექტის შესრულებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.

თათბირზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამებიც განიხილეს, რომლებიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლონ სხვადასხვა სახის დახმარებით...

მერმა თანამშრომლებს მეტი აქტიურობისა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში უშუალო ჩართულობისკენ მოუწოდა.