ქ. ამბროლაურში, ,,სანაპიროს" ქუჩაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა

04.02.19

ქ. ამბროლაურში სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მდ. კრიხულაზე, დაწყებულია დამცავი კედლის მოწყობის მეორე ეტაპი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 836 658 ლარს შეადგენს.

   პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტეიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას, ბულვარის გაკეთებას და კაფე-ბარების მშენებლობას...

 პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ ,,სანაპირო" გახდება ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.