ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცირე სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება

04.04.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 4 ახალი, ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა იგეგმება, 6-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ახალი სპორტული მოედნები სოფ: სადმელში, გორში, საკეციასა და ველევში გაკეთდება. რეაბილიტაცია სოფ: ხვანჭკარის, ნიკორწმინდის, ლიხეთის, ჭელიაღელის, ქვიშარისა და ბუგეულის სპორტულ მოედნებს ჩაუტარდება.

ხელოვნურსაფარიანი, მცირე მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 300 000-მდე ლარი დაიხარჯება.

სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.