ამბროლაურში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

04.16.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან დამაკავშირებელი და სასაფლაოებთან მისასვლელი გზების გაწმნდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხორცილდება განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება, რათა აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის ცენტრი" ასრულებს.