ქ. ამბროლაურში, ახალი სპორტული მოედანი შენდება

04.16.19

ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობის მესამე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს დამხმარე მოედნის, ტრიბუნების, სპორტსმენებისათვის გასახდელებისა და საშხაპეების, მისასვლელი გზის და საპარკინგე ადგილების მოწყობას.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება.

ხალი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას.