9 მაისი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

05.13.19

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და რწმუნებულის მოადგილე ლევან ქვათაძე, 93 წლის ვეტერანს - შაქრო დონაძეს პირადად ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის თითოეულ მონაწილეს 200 ლარი გადაეცემა.

,,მინდა, დღევანდელი დღე, პატივისცემით მივულოცო ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. მათი თავგანწირვის დამსახურებაა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა და 9 მაისი გამარჯვების დღედ იქცა. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს" - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.