ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა

05.13.19

ქ. თბილისში, ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ კომპანიებთან ერთად, ამბროლაურის ტურისტული ცენტრი მონაწილეობდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საინფომაციო სახის მასალა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, რამაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს რაჭის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი კუთხის პოპულარიზაციას და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას.

#გაიცანირაჭაუფროკარგად