ამბროლაურში, ღვინის რამდენიმე, ახალი საწარმო აშენდა

05.13.19

კომპანია ,,ალექსანდრეულმა" სოფელ ბუგეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ღვინის საწარმოს მშენებლობა დაასრულა.

ინვესტიციის მოცულობამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით, ჩამოსასხმელი ხაზითა და 500 ტონის ტევადობის ღვინის შესანახი ავზებით.

ღვინის ახალი საწამო აშენდა სოფელ სადმელშიც.

კომპანია ,,შატრო ველის" ახლადაშენებული ღვინის მარანი ასევე თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმოს ამ ეტაპზე 100 ტონა ღვინის შენახვის შესაძლებლობა აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში მოცულობების გაზრდა იგეგმება. მშენებლობა და საწარმოს აღჭურვა, რისთვისაც 1 850 000 ლარი დაიხარჯა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.