მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

05.20.19

20 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები განიხილეს.

➡️ 22 მაისს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ,,განაშენიანების რეგულირების გეგმის" საჯარო განხილვა გაიმართება. გეგმის ფარგლები დაგეგმილია შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფ. ნიკორწმინდაში, სოფ. წესსა და სოფ. ჭრებალოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა,რაც აღნიშნული დასახლებების სწორი განვითარების აუცილებელი პირობაა.

23 მაისს, ქ. ამბროლაურში, გაიმართება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელიც რეგიონში სხვადასხვა ამიმართულებით არსებული მდგომარეობისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" განსახორციელებელი ცვლილებების განხილვას ითვალისწინებს.

22-24 მაისს, ასევე დაგეგმილია, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიზიტი ქ. ამბროლაურში, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

რაც შეეხება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, რომელთა დეტალური პროგრამა, რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნულ გვერდზე განთავსდება.