ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

05.20.19

20 მაისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 
19 671 177ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი  გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 18 494 000 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება და კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს.

 

მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფ. ლიხეთში მშენებარე ახალი სპორტული მოედანი დაათვალიერეს.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 4 ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა იგეგმება, 6-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ქ. ამბროლაურში, დასრულების ფაზაშია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის პროექტი მთავარი და დამხმარე მოედნების, ტრიბუნების, საშხაპეების, განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს. სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება.

არჩილ ჯაფარიძემ ყურადღება პროექტების მასშტაბურობაზე, მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სამუშაოები ხარისხიანად და ვადების დაცვით შესრულდეს.