ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ქუჩას გოჩა ბიჭაშვილის სახელი მიენიჭება

05.23.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმოებაშია ინიციატივა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის (ქუთაისი (ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (ინდექსი შ-16) მონაკვეთი, ქ. ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქუჩის ბოლოდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიმშში დავით (დათუნიკა) სხირტლაძის სახელობის ხიდამდე) გოჩა ბიჭაშვილის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოში რეგ.№97; 13.05.2019 წ.).

ინიციატივა დარეგისტრირდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სოფელ კვაცხუთის მოსახლეობის განცხადების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს ინიციატივის თაობაზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.