ამბროლაურში განაშენიანების გეგმის განხილვა გაიმართა

05.29.19

ამბროლაურში, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა გაიმართა.

გეგმები საქართველოს მთავრობის №488 განკარგულების საფუძველზე მომზადდა, რომელიც ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების“ გატარებას ითვალისწინებს.

განხილვაში მონაწილეობდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრის მოადგილეები: მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები.

დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს.