ხელისუფლების წარმომადგენლები ამბროლაურში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

05.29.19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მინიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

ქ.ამბროლაურში, მდ.კრიხულაზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა- 830 658 ლარია.

ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მე-3 რიგის სამუშაოები.
სახელშეკრულებო თანხა 627 774 ლარს შეადგენს.

მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირების სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომლის სახელშეკრულებო თანხა- 
19 671 177ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.

პარალელურად, აღნიშნული გზის მე-5 კმ-ზე დაზიანებული მეწყრული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც 1 267 767 ლარია გამოყოფილი.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად, რეგიონის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.