შეხვედრა პროექტების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან

06.07.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებენ.

სამუშაო შეხვედრების ძირითად მიზანს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კომპანიების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინეს პროექტების შესრულებაზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ყველა სამუშაო ხარისხიანად და შესაბამისი ვადების დაცვით შესრულდეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ხორციელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სპორტული ობიექტების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა...

მასშტაბური პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია - ჭრებალო-ნიკორწმინდის, ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევისა და წესი-ურავის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა და სხვა...