შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

06.10.19

6 ივნისს, ქ.ამბროლაურში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, თვითმართველობის ორგანოების, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი წარმართავდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის,რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედი შშმ პირთა საბჭოების ფუნქიონირებისა და შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე-გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი-ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.