ამბროლაურში ახალი სპორტული ტრენაჟორები მოეწყო

06.18.19

ქ. ამბროლაურში, დავით აღმაშენებლისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, ასევე სოფ. ხვანჭკარაში ახალი სპორტული ტრენაჟორები მოეწყო.

აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 57 475 ლარს შეადგენს.

სავარჯიშო ტრენაჟორების დამონტაჟება ახალგაზრდებში ცხოვრების ჟანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტული აქტივობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.