მერიაში ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06.26.19

24 ივნისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაციები გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა პროექტების მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა მაქსიმალურად გაკონტროლდეს შესრულების ხარისხი და ვადები.

2019 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ხორციელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, სპორტული ობიექტების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება...

აქტიურად მიმდინარეობს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.