ნიკორწმინდაში დოღი გაიმართა

07.23.19

14 ივლისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

დოღში მონაწილეობა 25-მა მსურველმა მიიღო. გამარჯვებულები 1 კილომეტრიან დისტანციაზე გახდნენ:

1-ლი ადგილი-ასლან კობახიძე
მე-2 ადგილი-მამუკა ცაგურიშვილი
მე-3ადგილი-დავით ცაგურიშვილი

3-კილომეტრიან დისტანიაზე 1-ლი ადგილი დაიკავა გიორგი ფოფხაძემ.
მე-2 ადგილი-გიორგი მეტრევლი 
მე- 3 ადგილი-თენგიზ ვარდოსანიძე.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჯილდოები და ფულადი პრიზები ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და შეჯიბრის ფინანსური მხარდამჭერი სხვა ორგანიზაციებისგან გადაეცათ.

საპრიზო ადგილებზე გასულებს, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა დეპუტატის სახელით, ფულადი პრიზები გადასცა.

დოღი ბატონი თენგიზ გოგორელიანის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.