ამბროლაურის რამდენიმე სოფელში ფანჩატურები მოეწყო

08.09.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი დონაძემ, სოფ. იწაში, შუა და ზემო კრიხში ე.წ. ფანჩატურების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე დასასვენებელი ადგილები მუნიციპალიტეტის 7 სოფელში კეთდება. ფანჩატურების მოწყობისთვის 44 000 ლარია გამოყოფილი.