შეხვედრა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან

08.09.19

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებს.

სამუშაო შეხვედრების ძირითად მიზანს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალური განხილვა წარმოადგენს.

 მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ხორციელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სპორტული ობიექტების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა...

მასშტაბური პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია - ჭრებალო-ნიკორწმინდის, ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევისა და წესი-ურავის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა, ასევე დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც დასახლებათა საერთო კრებებზე თავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა...

მერმა კომპანიების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა პროექტების მიმდინარეობაზე, განიხილა ზოგიერთი მიმართულებით არსებული ხარვეზები და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა სამუშაო ხარისხიანად და შესაბამისი ვადების დაცვით შესრულდეს.