ამბროლაურში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

08.09.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დღის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას, სოციალურ ინტეგრაციას, შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას მოემსახურება.

 პროექტი რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის მიერ, ASB (არბაითერ სამარიტერ ბუნდი)–ს ფინანსური მხარდაჭერითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.