სოფელ ნიკორწმინდასა და ხოტევში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

09.03.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, სოფ. ნიკორწმინდასა და სოფ. ჭელიაღელეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

მიმდინარეობს სოფელ ნიკორწმინდის ამბულატორიის რეაბილიტაცია - თანხით 26 554 ლარი;
პროექტის დაწყება-დასრულების ვადებია 24.06.2019-22.08.2019 წ.
რეაბილიტაციის სამუშაოები ითვალისწინებს შენობის სახურავის ფენილის შეცვლას, შიდა ორი ოთახის რეაბილიტაციას, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობასა და ელექტრო მომარაგების ქსელის გამოცვლას.

 მიმდინარეობს სოფელ ხოტევის ამბულატორიის რეაბილიტაცია - თანხით 10 838 ლარი. 
დაწყება-დასრულების ვადებია 21.06.2019-19.08.2019 წ.
სამუშაოები ითვალისწინებს: მისაღები ოთახის და კორიდორის რეაბილიტაციას, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, შიდა ელ. მომარაგების სისტემის მოწესრიგებას, სახურავის შეკეთებას...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 12 ამბულატორიის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხა 425 200 ლარს შეადგენს.

შენდება 4 ახალი: ჭრებალოს, ჭყვიშის, ხიდიკრისა და ჯვარისა-ქედისუბნის სასოფლო ამბულატორიები და ხორციელდება - ქვიშარის, ლიხეთის, სხვავის, ჭელიაღელის, ნიკორწმინდის, საკეციის, ბუგეულისა და ხოტევის ამბულატორიების რეაბილიტაცია.