ამბროლაურში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

09.03.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, ქალაქ ამბროლაურსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
 სოფლებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.
.გარდა ამისა, პერიოდულად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას.