საჯარო სკოლების რეაბილიტაცია

09.03.19

პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე.

 რეაბილიტაციის ფარგლებში ქალაქ ამბროლაურის NII საჯარო სკოლასა და სოფლების: ნიკორწმინდის, თლუღის, ბუგეულის, სადმელის, ხიდიკრისა და წესის სკოლებში ხორციელდება სახურავების შეცვლა, სველი წერტილების მოწესრიგება, იატაკებისა და კარ-ფანჯრების აღდგენა;

 ამასთან, აღსანიშნავია რომ ხიდიკრის საჯარო სკოლაში აღნიშნული სამუშაოების გარდა განხორციელდა გაზიფიცირება და მოეწყო გათბობის თანამედროვე სისტემა.