მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით ,,ზაფხულის საღამო" ჩატარდა

09.03.19

ქალაქ ამბროლაურის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით ღონისძიება „ზაფხულის საღამო“ ჩატარდა, რომელიც უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მეხუთე წელია ყოველი აგვისტოს ბოლოს იმართება. ღონისძიების სცენარის ავტორებად და წამყვანებად ბავშვები გვევლინებიან, რაც კიდევ უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის საზეიმო განწყობას...

 ღონისძიების მსვლელობისას, პროგრამით გათვალისწინებულ მონაწილეთა გარდა აქტიურობენ რაჭაში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ახალგაზრდა სტუმრებიც, რომლებიც ამბროლაურელ თანატოლებთან ერთად ერთვებიან შემოქმედებით შეჯიბრში: ,,ვინ მეტი იცის რაჭის შესახებ“, ლექსის მხატვრული კითხვა, ცეკვა-სიმღერა, სწრაფი და ზუსტი აზროვნება, სადაც ვლინდებიან გამარჯვებულები;

ღონისძიება გასართობი და კულტურულ-შემეცნებითი ხასიათისაა და ახალგაზრდა მკითხველების ინტერესების გათვალისწინებით ტარდება.