თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენა

09.03.19

27 აგვისტოს, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოცეკვავისა და ჟურნალისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა;
მან შექმნა ლეგენდარული ანსამბლ „სუხიშვილების“ საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე, სახელწოდებით „როკვით განფენილი ქართული გენია“;
თენგიზ უთმელიძის პერსონალურ ფოტოგამოფენას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე სტუმრობდნენ. დამთალიერებლებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ემოციები ,,შთაბეჭდილებების წიგნში" აესახათ;
ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა მიეძღვნა რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს „ფუძეობას“.