26 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვავაში პოეტ ზურაბ ჯაფარიძის სახლის ეზოში გაიმართა პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო;
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მკითხველებმა, ადგილობრივმა და ჩამოსულმა დამსვენებლებმა, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდნენ პოეტ ზურაბ ჯაფარიძის ლექსებს, წერილებსა და მოგონებებს;
ეზოში, სპეციალურად მოწყობილ კუთხეში განთავსებული იყო ზურაბ ჯაფარიძის ბავშვობისდროინდელი სურათები, ალბომები და წიგნები.