რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა"

09.03.19

დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს" - ამ ლოზუნგით, 27 აგვისტოს, კომპანია ,,ჯეოტურისტის" ორგანიზებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" აღინიშნა.

ფესტივალის ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, სამეწარმეო მარკეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საპატიო მოქალაქეების და დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება/დასაჩუქრება და დღის დასკვნითი კონცერტი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით.

ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პირველად ფესტივალი 1988 წელს რაჭაში ჩატარდა. "ფუძეობა" კომპანია "ჯეოტურისტის" საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა