უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები მუნიციპალიტეტიდან გაიყვანეს

09.03.19

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა; 
თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები, ძაღლებზე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, შემდეგ კი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მარკირება (დაბირკვა); 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ეტაპობრივად მოხდება უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ქ. ქუთაისში მდებარე ძაღლთა თავშესაფარში.