ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მოადგილემ ნიკოლოზ კენჭაძემ დაათვალიერეს;
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 808 216 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის სექტემბერში იგეგმება;
სოფლებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.