სოფელ ბოსტანაში სანიაღვრე არხი მოეწყო

09.03.19

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოსტანაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტის ღირებულება 11891 ლარს შეადგენს;
განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ დაათვალიერეს;
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.
განსახორციელებელ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვა..