მერი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

09.03.19

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და მოადგილე ნიკოლოზ კენჭაძე ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებენ;
 სამუშაო შეხვედრების ძირითად მიზანს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა წარმოადგენს;
მერმა აღნიშნა რომ 2019 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და საჭიროა თითოეული პროექტის შესრულებისას მაქსიმალურად მოხდეს ხარისხის კონტროლი.