სოფელ ბუგეულში გზის მოხრეშვის სამუსაოები განხორციელდა

09.03.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუგეულში გზის მოხრეშვის სამუშაოები განხორციელდა. პროექტი შპს ,,ამბროლაურის სერვის ცენტრმა" შეასრულა და მისი ღირებულება 19 364 ლარს შეადგენს.

განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ დაათვალიერეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების
მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პარალელურად კი ხორციელდება განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოხრეშვისა და მოვლა-შენახვის სამუშაოები, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.