ახალშობილთა და მრავალშვილილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება

09.03.19

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარებით:

 პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი
 მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი
ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი
 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ( სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას და შვილთა სიმრავლეს გისურვებთ!