ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა

09.03.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა...

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის დახმარებით:

მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება - ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 250 ლარი, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 500 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 300 ლარი;
უსახლკარო ოჯახების (100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა - 200 ლარი;

ომისა და სამხედრო ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 200 ლარი;
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება -200 ლარი;
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით - არაუმეტეს 10 000 ლარი;
მარტოხელა მშობლის (0-18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში) ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 300 ლარი.
 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფა; 
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;