სოფელ ბუგეულის ამბულატორიის რეაბილიტაცია

09.03.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად სოფ. ბუგეულში ამბულატორიის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა;

აღნიშნული პროექტის ღირებულება 31033 ლარს შეადგენს;

პროექტის დაწყება-დასრულების ვადებია 24.06.2019-29.08.2019 წ.

სამუშაოები ითვალისწინებს: მუნიციპალური საკუთრების შენობაში მისაღები ოთახის და კორიდორის რეაბილიტაციას. წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, შიდა ელ. მომარაგების ქსელის მოწესრიგებას. სახურავის შეკეთების სამუშაოებს. ეწყობა საკანალიზაციო სეპტიკიც.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 12 ამბულატორიის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხა 425 200 ლარს შეადგენს.