ხვანჭკარასა და ტოლაში სანიაღვრე არხები მოეწყო

09.03.19

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხვანჭკარასა და ტოლაში შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხები მოეწყო. 
განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ დაათვალიერეს;
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა და ღირებულება 34769 ლარს შეადგენს;
სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.