ქალაქ ამბროლაურში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მოადგილემ ნიკოლოზ კენჭაძემ დაათვალიერეს;
შეგახსენებთ რომ 18 ივლისს მოსული სტიქიის შედეგად დაზიანდა 8 კორპუსი, შესაბამისი სამსახურების მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა საჭირო პროცედურები და დაიწყო გადახურვის ინტენსიური სამუშაოები;
ამ ეტაპისთვის კორპუსების დიდი ნაწილი გადახურულია და უახლოეს პერიოდში სამუშაოები სრულად დასრულდება.