ქ.ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას და ბრატისლავა-რაჭის ქუჩების ჩიხების ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

09.05.19

 სექტემბერს, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსთან -გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ქ.ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას და ბრატისლავა-რაჭის ქუჩების ჩიხების ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოების ღირებულება 214 320 ლარს შეადგენს. შემსრულებელი შპს“გზასერვისი XXI“.
პროექტი დასრულებულია და მიმდინარეობს მიღება-ჩაბარების პროცედურა.

2019 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მიმდინარეობს და დაგეგმილია 51 889792 ლარის ღირებულების 160 ინფრასტრუქტურული პროექტი.