ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა.

09.06.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა...

,,საყოველთაო დაზღვევისა“ და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეუძლია დამატებით ისარგებლოს შემდეგი სახის დახმარებით:
 ქირურგიული ოპერაციები - 1000 ლარი
C ჰეპატიტი - 500 ლარი
ელასტოგრაფია, დოპლეროგრაფია - 500 ლარი
 კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია, ენცეფალოგრაფია - 500 ლარი.
კორონაროგრაფია - 100% ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები - შეუძლიათ ისარგებლონ წლიური 2500 ლარიანი ლიმიტით (მათ შორის სამედიცინო კვლევები – 500 ლარი).
 ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა, რომელთაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროებათ უწყვეტი დიეტოთერაპია, დაუფინანსდებათ აუცილებელი სპეციალური უცილო პროდუქტი წლიური ლიმიტით არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა.
 ხანგძლივად მოავადე პაციენტთა მედიკამენტური მკურნალობა ფინანსდება 100 ლარით

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თითოეული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა დახმარებას.

 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!