ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - „საქართველო"

09.06.19

8 სექტემბერს ქალაქ ამბროლაურში გაიმართება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - „საქართველო“, სადაც დაგეგმილია:

მასტერკლასი - სიმღერა: ქვედრულა მოდიდებულა (გიორგი დონაძე, ლევან ბერელიძე), სოფელ-მუზეუმი გოგოლათი 11:00-12:00 საათი;
აგროფესტივალი 18:00 საათი;

კონცერტი ცენტრალურ მოედანზე 19:30 საათი;
ანსამბლები: ბასიანი, შალვა ჩემო, ლაგუშედა, სალაღობო, საგალობელი, იავნანა, შილდა, ფესვები; სუ კუნკორდუ – სარდინია, იტალია; სპარტიმუ – კორსიკა, საფრანგეთი; კონიაკუვი – პოლონეთი; აჩკუპსი – ლატვია;

ეთნოჯაზჯგუფი - ეგარი, კონცერტი ცენტრალურ მოედანზე 21:30 საათი;

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის – ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის – პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას.
საერთაშორისო ფესტივალი -,, საქართველო" ხელს შეუწყობს კულტურათა დაახლოებას, ტრადიციების გაცნობასა და ურთიერთპატივისცემას.
უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლობას, საქართველო – მრავალხმიანობის სამშობლო – აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და ურთიერთდაახლოების ადგილად.
#SakartveloFolkFest #Sakartvelo #Georgia #BlackSeaArena #Folklore #Festival #Racha #Abrolauri #Oni #ფესტივალისაქართველო #ფოლკლორი #ფესტივალი #საქართველო #ბლექსიარენა #რაჭა #ამბროლაური #ონი #ჩაებიფერხულში